კომპანია Apple-მა წარმოადგინა ახალი ყურსასმენები, რომელსაც აქტიური ხმაურის დახშობის ფუნქცია აქვს.
ყურსასმენები AirPods Pro დილერებთან 30 ოქტომბრიდან გამოჩნდება.
„თითოეულ წყვილში შეთავაზებულია რბილი სილიკონის სამი ზომის საცმი, რომელიც იღებს სასურველ ზომას და უნიკალური გეომეტრიის წყალობით ერგება მომხმარებლის ყურებს. ისინი საიმედოდ ფიქსირდებიან ყურში და გარე ხმაურს მნიშვნელოვნად ბლოკავენ“ - ნათქვამია ორგანიზაციის განცხადებაში.
„ხმაურის დამხშობი ფუნქციის გადართვაც არის შესაძლებელი „გამჭვირვალე რეჟიმზე“ ღილაკის დაჭერით. ასეთ რეჟიმში მას გარკვეული გარე ხმაური ესმის, მაგალითად, ავტომობილის მოახლოების ხმაური და სხვა მნიშვნელოვანი ხმები“ - დასძენს კომპანია.
AirPods Pro ოფლგამძლე და წყალგაუმტარია. ის უსადენოა და მუსიკის უწყვეტად მოსმენის რეჟიმში 5 საათი შეუძლია მუშაობა. 4,5 საათი - აქტიური ხმის დახშობის რეჟიმში, ხოლო 3,5 საათი - აქტიური საუბრის დროს. დამტენი მოწყობილობის დახმარებით კი ამ დროის გახანგრძლივება 24-18 საათამდეა შესაძლებელი.