Amazon-ი ღრუბლოვან სერვერებს განახლებად ენერგიაზე ამუშავებს

მსოფლიოს უმსხვილესი ონლაინ-რითეილერი კომპანია Amazon-ი შეუდგა სამი პროექტის რეალიზებას, რომელიც განახლებადი ენერგიის გამოყენებას ითვალისწინებს აშშ-სა და დიდ ბრიტანეთში მდებარე მისი ღრუბლოვანი სერვერების მუშაობისთვის.

აღნიშნულის შესახებ Daily Energy Insider-ი წერს.

პროექტის ფარგლებში Amazon-ი ააშენებს ქარის ელექტროსადგურს შოტლანდიაში მდებარე კინტაირის ნახევარკუნძულზე, რომლის სიმძლავრეც 168 ათასი მგვტ იქნება წელიწადში. დანარჩენი ორი პროექტი კი აშშ-ში განხორციელდება და წინასწარი შეფასებით, ის 501 ათას მგვტ ენერგიას გამოიმუშავებს წლიურად. გამომუშავებული ენერგია კი მიიმართება კომპანიის ღრუბლოვანი სერვერების Amazon Web Services (AWS) ფუნქციონირებისთვის, რომლებზეც დღეისთვის 1 მილიონი მომხმარებელი მუშაობს.

პროექტების რეალიზაცია და ალტერნატიულ ენერგიაზე გადასვლა არის Amazon-ის სტრატეგიის ნაწილი, რომელიც 2030 წლისთვის ნულოვან ემისიებს ითვალისწინებს მისი ფუნქციონირებისთვის.

კოკა კვირკველია