ბელგიის დედაქალაქის ბრიუსელის ხელისუფლებამ მიიღო „კლიმატის გეგმად“ წოდებული პროექტი, რომელიც ამ ქალაქში 2035 წლისთვის საწვავზე მომუშავე ავტომობილების გადაადგილების სრულად აკრძალვას ითვალისწინებს.
გეგმის თანახმად, 2030 წლისთვის ქალაქში სრულად აიკრძალება დიზელზე მომუშავე ავტომობილების მოძრაობა, ხოლო 2035 წლისთვის ის შეეხება ბენზინზე მომუშავე ავტომობილებსაც.
ამავე გეგმის მიხედვით, აკრძალვა არა კონკრეტულად ქალაქის რომელიმე უბანზე, არამედ სრულიად ქალაქსა და მის შემოგარენზე იმოქმედებს.
ამავე პროექტის მიხედვით კი, კიდევ უფრო ადრე უკვე 2022 წლისთვის ქალაქში გადაადგილება აეკრძალება მაღალი ემისიების მქონე მოტოციკლეტებს.