არგენტინელებს თვეში 200 დოლარზე მეტის ყიდვა აეკრძალათ

არგენტინაში ჩატარებული საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ ქვეყანაში სავალუტო კონტროლი გამკაცრდა. თუ აქამდე ამ ქვეყნის მოქალაქეებს თვეში 10,000 დოლარამდე ყიდვის უფლება ჰქონდათ ახალი რეგულაციის მიხედვით, ის მნიშვნელოვნად შემცირდა და 200 დოლარამდე იკლო.

აღნიშნული გადაწყვეტილება მარეგულირებელმა ხელისუფლების ცვლილების განმავლობაში გარდამავალ პერიოდში საკუთარი სავალუტო რეზერვების დაცვით ახსნა. ქვეყნის ცენტრალური ბანკის ხელმძღვანელმა გუიდო სანდლერისმა ამის შესახებ სპეციალურ პრესკონფერენციაზე ისაუბრა.

წინასწარი ინფორმაციით, მოქმედმა პრეზიდენტმა მაურისიო მარკიმ მარცხი განიცადა, მას მხოლოდ ამომრჩევლის 40,5%-მდე დაუჭირა მხარი. მან მარცხი აღიარა. გამარჯვება კი მემარცხენე ცენტრისტს ალბერტო ფერნანდესს ხვდა წილად, რომელმაც ხმების 48% მიიღო. მისი გამარჯვება კი ნიშნავს ქვეყნის ხელისუფლებაში პოპულისტური „პერონისეული“ პარტიის დაბრუნებას, რომელიც ქვეყანას მცირე ინტერვალებით ბოლო 30 წლის განმავლობაში მართავდა.

აღსანიშნავია, რომ არგენტინის სავალუტო ბაზარზე არასტაბილურობა აგვისტოში ჩატარებული პრაიმერიზის შემდეგ დაიწყო. კურსის მკვეთრმა ვარდნამ ხელისუფლება აიძულა სავალუტო კონტროლი შემოეღო, მათ შორის მოქალაქეების მხარესაც. მიუხედავად ამისა, ქვეყნის სავალუტო რეზერვებმა ამ ხნის მანძილზე 20 მილიარდი დოლარით იკლო. არგენტინელებმა არჩევნებამდე 1 კვირით ადრე აქტიურად დაიწყეს დოლარის შეძენა და ანგარიშებიდან თანხის მოხსნა,“- იუწყება Bloomberg-ი.

კოკა კვირკველია