მსოფლიოს ყველაზე ძლიერი კრიპტოვალუტის ბიტკოინის საბაზრო ღირებულება გუშინდელი ვაჭრობის შედეგად 10 ათას დოლარიან ნიშნულს მიუახლოვდა.
აღნიშნულის მიზეზი კი ჩინეთის ხელისუფლების მხრიდან ბლოკჩეინ ტექნოლოგიაში ინვესტიციების განხორციელების მზაობის შესახებ განცხადება გახდა.
გუშინ ამ ციფრული ვალუტის კურსი 1%-ით გაიზარდა და 9 421,79 დოლარი შეადგინა, ხოლო ვაჭრობის განმავლობაში 10,000-იანი ნიშნულიც გადალახა.
აღსანიშნავია, რომ მიუხედავად ამ ზრდისა ის მაინც ჩამორჩება მიმდინარე წლის მაქსიმუმს -12 920 დოლარს, რომელიც ივნისში დაფიქსირდა.
აღსანიშნავია, რომ ამ ციფრული ვალუტის კურსი 2017 წელს 20 ათას დოლარამდეც აღწევდა და ამას ხელს მეტწილად ჩინელი ინვესტორების მხრიდან მათზე არსებული მოთხოვნა უწყობდა.