ბაზრის ტერიტორიაზე მოვაჭრე ფიზიკური პირებისთვის სალარო აპარატების გამოყენების ვალდებულება შესაძლოა გადავადდეს

ბაზრის ტერიტორიაზე მოვაჭრე ფიზიკური პირებისთვის სალარო აპარატების გამოყენების ვალდებულება შესაძლოა გადავადდეს.

კერძოდ, რეგულაციების ამოქმედების ვადის გადაწევაზე ბიზნესომბუდსმენის აპარატს დასკვნა პარლამენტში უკვე წარდგენილი აქვს.

ამასთან, შეგახსენებთ, რომ ამ მიმართულებით საგადასახადო კანონმდებლობაში ცვლილებებს პარლამენტს დეპუტატი გია ჟორჟოლიანიც სთავაზობს. კერძოდ, მისი ინიციატივით საკონტროლო-სალარო აპარატებით აღჭურვის ვალდებულება 2023 წლის 1 იანვრისთვის უნდა გადავადდეს.

ცნობისთვის, 2020 წლის 1 იანვრამდე საკონტროლო-სალარო აპარატების გამოყენების ვალდებულება აქვთ ფიზიკურ პირებს (გარდა იმ პირისა, რომელიც რეგისტრირებულია ან ვალდებულია გაიაროს რეგისტრაცია დღგ-ის გადამხდელად ამ კოდექსის შესაბამისად), რომლებიც არ იყენებენ დაქირავებულ პირთა შრომას და ახორციელებენ ეკონომიკურ საქმიანობას ბაზრის (ბაზრობის) ტერიტორიაზე განლაგებული არასტაციონარული სავაჭრო ადგილიდან, მათ შორის, დახლიდან.

თაია არდოტელი