„ბილაინის“ მაღაზიებსა და ვებგვერდზე ახალი iPhone 11-ის, iPhone 11 Pro-სა ან iPhone 11 Pro Max-ის შეძენისას, მომხმარებელი ბონუსს მიიღებს

საერთაშორისო ჯგუფ „ვიონი“-ს წევრი „ბილაინი“, Apple-ის ავტორიზებული პარტნიორი საქართველოში, „ბილაინის“ მაღაზიებსა და ვებგვერდზე iPhone 11-ის, iPhone 11 Pro-სა ან iPhone 11 Pro Max-ის შეძენისას მომხმარებელს საჩუქრად ურიცხავს 64GB მობილურ ინტერნეტს ყოველ თვე. ერთიანი გადახდისას მობილური ინტერნეტი მომხმარებელს ერიცხება 12 თვის განმავლობაში, ხოლო განვადებით სარგებლობის შემთხვევაში - განვადების სრული პერიოდის განმავლობაში. ამის შესახებ „ინტერპესნიუსს“ „ბილაინიდან“ აცნობეს.

მათივე ინფორმაციით, „ბილაინი“ მომხმარებელს სთავაზობს სამ მოდელს: iPhone 11 64GB - თვეში 137,89ლ (24 თვიანი განვადების შემთხვევაში); 2899ლ ერთიანი გადახდისას; iPhone 11 Pro 64GB – თვეში 194,53ლ (24 თვიანი განვადების შემთხვევაში); 4099ლ ერთიანი გადახდისას; iPhone 11 Pro Max 64GB - თვეში 213,71ლ (24 თვიანი განვადების შემთხვევაში); 4499ლ ერთიანი გადახდისას.

„ბილაინი“ მომხმარებელს შესაძლებლობას აძლევს ისარგებლოს 12, 18 და 24 თვემდე განვადებით როგორც მაღაზიებში, ასევე ვებგვერდიდან www.beeline.ge და ყოველთვიური გადასახადი პირდაპირ საკუთარი მობილური ბალანსიდან დაფაროს“, - ნათქვამია ინფორმაციაში.