„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა“ ჭავჭავაძის გამზირის მასშტაბური პროექტის ფარგლებში, რეაბილიტაციის მესამე ეტაპის მეორე მონაკვეთზე სამუშაოები დაიწყო, რომლის ფარგლებშიც თაქთაქიშვილის ქუჩიდან კავსაძის ქუჩამდე წყალმომარაგებისა და წყალარინების სისტემა სრულად განახლდება.
„ჯივიპის“ ცნობით, რეაბილიტაციის ფარგლებში, აღნიშნულ მონაკვეთზე, წყალმომარაგების ახალ ქსელზე ევროსტანდარტის ჩამკეტ-მარეგულირებელი ურდულები, სახანძრო ჰიდრანტები და საკვანძო ჭები მოეწყობა.
„ჯივიპიმ“ ჭავაჭავაძის გამზირზე წყალმომარაგების სისტემის სრული რეაბილიტაციის პროექტში 10 მლნ ლარის ინვესტიცია განახორციელა.
„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ ჭავჭავაძის გამზრიზე სარეაბილიტაციო სამუშაოების მესამე ეტაპს ნოემბერის ბოლოს დაასრულებს“, - ნათქვამია ინფორმაციაში.