დედაქალაქის მერიის მხარდაჭერით, 30 სექტემბერს მეოთხე საერთაშორისო ციფრული სამიტი - Touch გაიხსნება. ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.
მათივე ცნობით, ორდღიანი ღონისძიების ორგანიზატორები კრეატიული ციფრული სააგენტო Onesoul და „თბილისი სტარტაპ ბიურო“ არიან. სამიტში მონაწილეობას 15-ზე მეტი ქვეყნის წარმომადგენელი მიიღებს.
Touch - ინტელექტუალური პლატფორმაა, რომელიც ციფრულ ინდუსტრიაში ჩართულ პირებს და ორგანიზაციებს აერთიანებს. პროექტის მიზანი წარმატებული საერთაშორისო კომპანიების გამოცდილების გაზიარება, ახალგაზრდების დაინტერესება ტექნოლოგიებით და საქართველოში ციფრული ბიზნესის განვითარებაა.
,,საერთაშორისო ციფრული სამიტის სპიკერები იქნებიან, ისეთი კომპანიების წარმომადგენლები, როგორიც არის: Nike, Nasa, Google, Amazon, Neuralink, SpaceX, The Next Web, Facebook, Smashing Media AG, BlaBlaCar, Google, IBM, Nextech Ventures, SWG, MaxinAI, Bank of Georgia, lemlist, StartersHub, Grammarly, Aligned Research, Group, TWINO, UniPAY.com, Swedbank, digitalswitzerland, Barkas, Stage-Co, Leavingstone, Neurons Lab, Beetroot Academy, Indiegogo, TopTal, Zalando, Smashing Magazine, Planable, UiPath, Pulsar AI, AdjaraGroup და სხვა.
სპიკერების გარდა, სამიტზე გაიმართება თემატური პრეზენტაციები, ვორქშოპები, გამოფენები, B2B შეხვედრები და მასტერკლასები. წლევანდელი ღონისძიების ძირითადი თემებია: პროდუქტის შექმნა, დიზაინის როლი ბიზნესში, მონაცემთა ანალიზი, შემოქმედებითი ინდუსტრიები, გუნდთან მუშაობის კულტურა, მომავლის ტექნოლოგიები, ქალები ტექნოლოგიებში და ა.შ,“ - ნათქვამია ინფორმაციაში.