ევროკომისია „ფეისბუქს“, „გუგლს“ და „ტვიტერს“ „ფეიქ“ ამბებთან ბრძოლაში უფრო ეფექტური ნაბიჯების გადადგმას სთხოვს

ევროკომისია „ფეისბუქს“ „გუგლს“ და „ტვიტერს“ მოუწოდებს მეტი ნაბიჯები გადადგან, რომ ე.წ. ფეიქ ამბებს გაუმკლავდნენ. ინფორმაციას „როიტერსი“ ავრცელებს.

როგოც ცნობილია, ევროკომისია ციფრული სერვისების შესახებ ახალ რეგულაციებს ადგენს.

„გრძელდება ფართომასშტაბიანი და ავტომატიზირებული პროპაგანდა და დეზინფორმაცია. მეტი სამუშაოა განსახორციელებელი კოდექსის ყველა მიმართულებით. ჩვენ ამას ნორმად ვერ მივიღებთ“,- ნათქვამია ევროკავშირის იუსტიციის კომისრის ვერა ჯუროვას, ევროკავშირის უსაფრთხოების უფროსის ჯულიან კინგის და ევროკავშირის ციფრული კომისრის, მარია გაბრიელის ერთობლივ განცხადებაში.