"ვფიქრობ, ბუნებრივი აირის დეტექტორებთან დაკავშირებით გარკვეული წესები არის შემოსაღები"

ვფიქრობ, ბუნებრივი აირის დეტექტორებთან დაკავშირებით გარკვეული წესები არის შემოსაღები,-ამის შესახებ ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე სოფო კილაძემ ჟურნალისტებს განუცხადა. მისი თქმით, რეგუალაციების შემოღება აუცილებელია.

“ფაქტია, რომ ლამის ყოველდღე ხედავთ, რომ სახლები ფეთქდება, ზოგჯერ არის დაუდევრად მოპყრობის შემთხვევები და ამას ეწირება ადამიანების სიცოცხლე. ამიტომ, ვფიქრობ, რომ საჭიროა რეგულაციები, რომლებმაც ადამიანის სიცოცხლე და ჯანმრთელობა უნდა დაიცვან. ჩვენ გვქონდა რამდენიმე თვის წინ აღმასრულებელ ხელისუფლებასთან კონსულტაციები და რამდენადაც ვიცი, არსებობს პირველადი ვერსია გარკვეული რეგილაციების, თუმცა ჩვენთან ჯერ გავლილი არ არის და მას შემდეგ, რაც გავივლით აღმასრულებელ ხელისუფლებასთან ამ რეგულაციებს, შევძლებთ უფრო დაზუსტებული პასუხის გაცემას, რამდენად საჭირო და მნიშვნელოვანია ეს რეგულაციები. ზოგადად რეგუალაციები რომ არის აუცილებელი, მე პირადად ეჭვი არ მეპარება. ვფიქრობ დეტექტორებზე გარკვეული წესები არის შემოსაღები, თუმცა რა ფორმით, ჩვენი ვიმსჯელებთ, რომ მაქსიმალურად სწორად დავიცვათ ადამიანები”,-განაცხადა სოფო კილაძემ.