ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ორგანიზებით რაჭაში პრესტური გაიმართა

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ორგანიზებით რაჭაში პრესტური გაიმართა. მედიასაშუალებების 20-მდე წარმომადგენელმა ცხრაჯვარი, შაორის ტბა, მრავალძალის ეკლესია და სოფელი გონა მოინახულა.

ტურიზმის ეროვნული ადმინსიტრაციის ცნობით, სხვადასხვა მედიასაშუალებების ჟურნალისტების, ოპერატორებისა და ფოტოგრაფებისთვის საოჯახო მარანში ღვინო ხვანჭკარის დეგუსტაცია და ადგილობრივი კერძების მასტერკლასები გაიმართა. ამასთან, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის პრეს-ტურის მონაწილეები ფოლკლორულ სახლს ესტუმრენენ, სადაც რაჭული ფოლკლორული სიმღერები მოისმინეს. მედიის წარმომადგენლებმა გვიან რთველშიც მიიღეს მონაწილეობა.