დაზოგვის მსოფლიო დღე ფინკა ბანკში - დაიწყე დაზოგვა #თეთრიდღისთვის

31 ოქტომბერი დაზოგვის საერთაშორისო დღეა და მას 120-ზე მეტ ქვეყანაში 1925 წლიდან აღნიშნავენ.

ფინკა ბანკი უკვე მეექვსე წელია ერთვება დაზოგვის დღისადმი მიძღვნილ აქტივობებში. დაზოგვის მსოფლიო დღესთან დაკავშირებით წელს, 28 ოქტომბრიდან 2 ნოემბრის ჩათვლით, ფინკა ბანკის ფილიალებში გაიმართება შეხვედრები და ღია გაკვეთილები ბავშვებისა და მათი მშობლებისათვის. ბავშვებს სახალისო ფორმით გავაცნობთ რა არის დაზოგვა, რატომ და როგორ უნდა დავზოგოთ ფული, ბავშვებს გადავცემთ სპეციალურ საგანმანათლებლო ბროშურებს და ასევე სერთიფიკატს, რომ მათ გაიარეს ერთდღიანი შეხვედრა-ტრენინგი ბანკში.

დაზოგვის ჩვევის გამოსამუშავებლად მთავარია სამომავლო დანახარჯების წარმოდგენა და ხელშესახებ მიზნად ქცევა. ადამიანებს გვჩვევია ე.წ „შავი დღისთვის“ ფულის შეგროვება, არადა ამასაც არასდროს ვაკეთებთ. დროა ეს დადებით კონტექსტში გადავიტანოთ და #თეთრიდღისთვის - ხელშესახები მიზნისათვის - დავიწყოთ დაზოგვა.

მე ვაგროვებ #თეთრიდღისთვის არის საქართველოში 2019 წელს ფულის დაზოგვის დღის მთავარი გზავნილი. აიღეთ თეთრი ფურცელი, დაფიქრდით და ჩამოწერეთ რისთვის დაგჭირდებათ ფული სამომავლოდ, მობრძანდით ფინკა ბანკის ფილიალში, გახსენით დეპოზიტი, რომელსაც დაარქმევთ თქვენი მიზნის სახელს და დაიწყეთ დაზოგვა - ფინკა ბანკი კი ლარში განთავსებულ დეპოზიტზე მაღალ საპროცენტო განაკვეთს შემოგთავაზებთ. დეპოზიტების პირობები შეგიძლიათ იხილოთ ვებ გვერდზე www. FINCA.ge

გახსოვდეთ, შენახული თითო თეთრიც გვაახლოვებს #თეთრიდღის მიზანთან!

(R)