500-ევროიანი ყალბი ბანკნოტების გასაღების ფაქტზე ორი პირი დააკავეს

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანამშრობლებმა ყალბი ვალუტის გასაღების ფაქტზე ორი პირი დააკავეს.

როგორც სუს-დან იუწყებიან, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა ყალბი ვალუტის გასაღების ფაქტზე რამაზ ბ. და იოსებ ქ. დააკავეს.

„გამოძიებამ დაადგინა, რომ რამაზ ბ-მ თურქეთის რესპუბლიკიდან შემოიტანა 500 ევროს ნომინალის ყალბი ბანკნოტები, საიდანაც იოსებ ქ-ს და სონია ზ-ს დახმარებით, 9800 ლარად საქართველოს მოქალაქეზე გაასაღა 10 ცალი 500-ევროიანი ბანკნოტი, ხოლო 25 ერთეული ანალოგიური ნომინალის მქონე ბანკნოტი ამოღებულია მისი საცხოვრებელი სახლის ჩხრეკის შედეგად. ჯამში ამოღებულია 17 500 ევროს ყალბი ბანკნოტები.

გამოძიება ყალბი ვალუტის გასაღების ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 212-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,გ" ქვეპუნქტით, რაც სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთას 7-დან 10 წლამდე ვადით ითვალისწინებს). გამოძიებას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტო აწარმოებს”, -აცხადებენ უწყებაში.