2019 წლის 9 თვეში უცხო ქვეყნებიდან საქართველოს 2 561 მოქალაქის დეპორტაცია განხორციელდა.
აღნიშნული ინფორმაცია AMBEBI.GE-ს მიერ შსს-დან გამოთხოვილ სტატისტიკურ ინფორმაციაშია მოცემული. მონაცემების თანახმად, 2019 წლის იანვარიდან სექტემბრის ჩათვლით ქვეყნის საზღვარი 2 798 199 საქართველოს მოქალაქემ გადაკვეთა. ამავე პერიოდში საქართველოში შემოვლა უფიქსირდება 2 755 540 საქართველოს მოქალაქეს.
გარდა ამისა, შსს-ს მიერ მოწოდებული ინფორმაციის თანახმად 2019 წლის იანვარიდან სექტემბრის ჩათვლით საქართველოს 2 561 მოქალაქის დეპორტაცია განხორციელდა. უწყებაში ასევე განმარტავენ, რომ საშუალო სტატისტიკური ცდომილების ზღვარი +/- 2.4%-ია.