„საქსტატის“ მონაცემებით, 2018 წელს საფოსტო და საკურიერო საქმიანობით დაკავებული საწარმოების შემოსავლებმა 95,8 მლნ ლარი შეადგინა

„საქსტატის“ მონაცემებით, 2018 წელს საფოსტო და საკურიერო საქმიანობით დაკავებული საწარმოების შემოსავლებმა 95,8 მლნ ლარი შეადგინა.

სტატისტიკის ეროვნული სამსაახურის მიერ გამოქვეყნებული მონაცემებით, 2018 წელს საქართველოში საფოსტო და საკურიერო საქმიანობით დაკავებული 65 ეკონომიკური სუბიექტი ფუნქციონირებდა. მათი 87,7 პროცენტი თბილისში, ხოლო 7,8 პროცენტი - აჭარის, 1,5 პროცენტი - იმერეთის, 1,5 პროცენტი - ქვემო ქართლის და 1,5 პროცენტი - შიდა ქართლის რეგიონებშია განთავსებული.

გზავნილების მიწოდებას საქართველოში 2018 წელს ახორციელებდა საფოსტო და საკურიერო საქმიანობით დაკავებული საწარმოების 178 სერვის ცენტრი, რომლებშიც დასაქმებულთა საშუალო წლიური რაოდენობა 3,8 ათას კაცს შეადგენდა. მათ შორის 855 კურიერი, ფოსტალიონი და ფელდეგერია.

„გამოკვლევის შედეგების მიხედვით, 2018 წელს საფოსტო და საკურიერო საქმიანობით დაკავებული საწარმოების შემოსავლებმა 95,8 მლნ. ლარი შეადგინა. აქედან საერთაშორისო საფოსტო-საკურიერო მომსახურებიდან მიღებული შემოსავლები 77,0 პროცენტს შეადგენს, ხოლო 23,0 პროცენტი ადგილობრივი მომსახურებიდან მიღებული შემოსავალებია. საფოსტო და საკურიერო საქმიანობით დაკავებული საწარმოების შემოსავლების 36,9 პროცენტი ამანათების მიწოდებიდან მიღებულ შემოსავალს წარმოადგენს, რომლის 81,3 პროცენტი მოდის საერთაშორისო გზავნილებზე, ხოლო 18,7 პროცენტი - ადგილობრივ გზავნილებზე. საფოსტო და საკურიერო საქმიანობით დაკავებული საწარმოების შემოსავლების 24,5 პროცენტი წერილობით კორესპოდენციებზე მოდის, რომლის 57,0 პროცენტი წარმოადგენს საერთაშორისო გზავნილებს, ხოლო 43,0 პროცენტი - ადგილობრივი გზავნილებია.

საფოსტო და საკურიერო მომსახურებით დაკავებული საწარმოების მიერ 2018 წლის განმავლობაში გაგზავნილია 6114,2 ათასი წერილობითი კორესპონდენცია და 2403,7 ათასი ამანათი”, -აღნიშნულია „საქსტატის“ მიერ გამოქვეყნებულ კვლევის შედეგებში.