რა ქონებას ფლობს ბიძინა ივანიშვილი, რომელიც წყალტუბოს აღორძინებას გეგმავს

ყო­ფი­ლი პრე­მი­ე­რი, "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" ლი­დე­რი ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლი ქა­ლაქ წყალტუ­ბოს აღორ­ძი­ნებას გეგ­მავს.

ის საკუთარი სახსრებით "მაქ­სი­მა­ლუ­რად შემ­ჭიდ­რო­ვე­ბულ ვა­დებ­ში" გეგმავს ამორ­ტი­ზე­ბუ­ლი ტუ­რის­ტუ­ლი და სამ­კურ­ნა­ლო ინფრას­ტრუქ­ტუ­რის სრულ­მას­შტა­ბი­ა­ნ რე­ა­ბი­ლი­ტა­ციას. ამასთან, ივანიშვილის თქმით, „გადაწყვიტა, გამოისყიდოს უკ­ლებ­ლივ ყვე­ლა, 22 სას­ტუმ­რო, 9 აბა­ნო და მო­ახ­დი­ნოს მათი სრუ­ლი რე­ა­ბი­ლი­ტა­ცია".

Bloomberg-ის მიხედვით, ბიძინა ივანიშვილის ქონება ბოლო ერთ კვირაში 20 მილიონი დოლარით გაიზარდა.

რეიტინგში ბიძინა ივანიშვილი 29 ოქტომბრის მდგომარეობით 355-ე პოზიციაზე იმყოფება. ინდექსის მიხედვით, ბიძინა ივანიშვილის ქონება 5.37 მლრდ დოლარს შეადგენს, მაშინ როდესაც 22 ოქტომბრის მდგომარეობით მისი ქონება 5.35 მლრდ დოლარი იყო.

5.30 მლრდ დოლარად ბიძინა ივანიშვილს შეუძლია შეიძინოს 4.35 მილიონი უნცია ოქრო და 101 მილიონი ბარელი ნავთობი. მისი ქონება უტოლდება შეერთებული შტატების მშპ-ს 0.0298%-ს, შეერთებულ შტატებში „ტოპ“ 200 აღმასრულებელი დირექტორისთვის მიცემული კომპენსაციის 85%-ს, შეერთებული შტატების „ტოპ“ 100 კოლეჯის შემოწირულობის 1.36%-ს.

აღსანიშნავია, რომ მილიარდერების ინდექსის თანახმად, ივანიშვილის ქონება ყველაზე მაღალი - 2013 წელს იყო, როცა 6.40 მლრდ აშშ დოლარს შეადგენდა.

გამოცემას ბიზნესმენთან დაკავშირებით მცირე ინფორმაციაც აქვს დატანილი, სადაც ივანიშვილის ბიზნეს საქმიანობის დაწყებისა და პოლიტიკური კარიერის მოკლე ისტორიაა ასახული.

„ივანიშვილმა კარიერა პოსტ-საბჭოთა რუსეთში 1990-იან წლებში რკინის მადნის მოპოვებაში, ბანკებსა და უძრავ ქონებაში ფულის ჩადებით დაიწყო. თავისი აქტივების უმეტესობა 2003-2006 წლებში გაყიდა, დანარჩენი ნაწილი გაიყიდა საქართველოში პრემიერ-მინისტრად არჩევამდე 2012 წელს. ერთი წლის შემდეგ კი ის თანამდებობიდან გადადგა,“ - იუწყება გამოცემა.

ცნობისთვის, Bloomberg-ის მილიარდერების ინდექსი მსოფლიოს ყველაზე მდიდარი ადამიანების ყოველდღიური რეიტინგია. ცნობითვის, Bloomberg-ის მილიარდერთა სიაში სულ 500 მილიარდერია. მილიარდერთა რეიტინგში საქართველოდან მხოლოდ ბიძინა ივანიშვილია წარმოდგენილი.

თაია არდოტელი