ავსტრალიის სასამართლომ ე.წ. „ზურგჩანთის გადასახადი“ უკანონოდ სცნო

2017 წელს ავსტრალიის მთავრობამ საკამათო 15%-იანი საგადასახადო განაკვეთი დააწესა ორი სავიზო კატეგორიისთვის, რომელიც განკუთვნილი იყო სამუშაო საშვებულებო ვიზით მოსარგებლე ადამიანებისთვის. თუმცა, ოთხშაბათს სასამართლომ მიიღო გადაწყვეტილება, რომ აღნიშნული გადასახადის დაწესება, რომელსაც „ზურგჩანთის გადასახადად“ მოიხსენიებენ, არღვევდა არსებულ ხელშეკრულებებს აშშ-სთან, გერმანიასთან, ფინეთთან, ჩილესთან, იაპონიასთან, ნორვეგიასა და თურქეთთან.

ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, გადასახადის გადახდის ვალდებულება შესაძლოა, ათიათასობით მოგზაურს დაწესებოდა.

ავსტრალიის საგადასახადო ოფისის ინფორმაციით, განიხილავენ გაასაჩივრებენ, თუ არა გადაწყვეტილებას.

როგორც ცნობილია, საშვებულებო პერიოდში დროებითი დასაქმების საძიებლად, ავსტრალიაში დაახლოებით 150,000 უცხოელი ყოველწლიურად მოგზაურობს.