დიღომში, გუდვილის სავაჭრო ცენტრის მიმდებარედ, ანბანის სკვერში არსებული სამსართულიანი ნაგებობა დაინგრევა.
ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.
როგორც კალაძემ აღნიშნა, მესაკუთრესთან ადგილმონაცვლეობის ან გამოსყიდვის საკითხზე მერია მოლაპარაკებებს აწარმოებს.
"იქ არის განთავსებული 2 თუ 3- სართულიანი შენობა, რომლის მშენებლობაც დაწყებული იყო. ჩვენ გვქონდა აქტიური მოლაპარაკებები მესაკუთრეებთან და ან გამოსყიდვის, ან ადგილმონაცვლეობით მოვაგვარებთ ამ პრობლემას. აშენებული რაც არის, აუცილებლად დაინგრევა იმიტომ, რომ ძალიან მახინჯია და არ ჯდება არსებულ გარემოში, თან მოსახლეობის ძალიან დიდი წინააღმდეგობა იყო. ამ კონკრეტულ ადგილს მოვაწესრიგებთ, გავალამაზებთ, სადაც ადამიანებს ექნებათ დასვენების შესაძლებლობა", - განაცხადა კალაძემ.