თბილისში ჟიული შარტავას და გურამ გაბესკირიას ძეგლები დაიდგმება

თბილისში ჟიული შარტავას და გურამ გაბესკირიას ძეგლები დაიდგმება. ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

„ვფიქრობ, ჟიული შარტავა და გურამ გაბესკირია იმსახურებენ, რომ დედაქალაქში მათი ძეგლები არსებობდეს. ჩვენ ყველას გვახსოვს ის წუთები, როდესაც სოხუმი დაეცა, ეს ადამიანები, ფაქტობრივად, ბოლო გამოვიდნენ მთავრობის სახლიდან. ყველას გვახსოვს ის სიტყვები, როდესაც მათ ეუბნებოდნენ - „დაიჩოქეთ და შეაგინეთ ქართველებს“ და მათი პასუხი იყო - „არასდროს ცხოვრებაში“. ეს ადამიანები, რა თქმა უნდა, ჩვენგან იმსახურებენ ძეგლს. ჩვენმა შვილებმა და მომავალმა თაობებმა აუცილებლად უნდა იცოდნენ ჩვენი გმირების შესახებ“, - განაცხადა კახა კალაძემ.