ბრაზილიის ჩრდილო-დასავლეთში კრევეტებისა და ჰომარების წარმოება შეჩერდა

ბრაზილიის სოფლის მეურნეობის სამინისტრომ ქვეყნის ჩრდილო დასავლეთში კრევეტებისა და ჰომარების წარმოება აკრძალა. ამის მიზეზი გახდა ამ რეგიონის აკვატორიაში ნავთობის ჩაღვრა. აღნიშნულ ინფორმაციას უწყების ვებგვერდი ავრცელებს.

როგორც განცხადებაშია ნათქვამი, დარეგისტრირებულ მეთევზეებს, რომლებიც დაბინძურების ზონაში აწარმოებდნენ თევზჭერას, გადაეცემათ კომპენსაცია. როგორც ჩანს, ეს ზომა გატარდება 60 ათასი მეთევზის მიმართ.

აკრძალვის მიზეზი გახდა „ზღვის პორდუქტების ინფიცირება ქიმიური, ფიზიკური ან ბიოლოგიური სუბსტანციით“. შეზღუდვა იმოქმედებს მინიმუმ ორი თვის ვადით.

ბრაზილიის გარემოს დაცვის ინსტიტუტის Ibama-ს ცნობით, ქვეყნის ჩრდილო-დასავლეთის 200 პლაჟსა და 12 დაცულ ზონაში, წყლები, სადაც ბინადრობენ ზღვის კუები და ლამანტინები, ნავთობით დაბინძურდა. ამ ეკოლოგიური კატასტროფით დაბინძურებული პლაჟის სიგრძემ 2,2 ათასი კმ შეადგინა. შედეგების ლიკვიდაციაში ჩართულია ქვეყნის 6,5 ათასი სამხედრო და გარემოს დამცველი. მათი ძალისხმევით უკვე გაწმენდილია სულ ცოტა 900 ტონა ნავთობი და მისგან დაბინძურებული ქვიშა.

კოკა კვირკველია