საგზაო უსაფრთხოების განმტკიცების მიზნით, თბილისსა და ქვემო ქართლის რეგიონში საავტომობილო სიჩქარის კონტროლის 10 სექცია ამოქმედდა, შესაბამისად საქართველოს მასშტაბით უკვე 794 კმ.სიგრძის საავტომობილო გზა სიჩქარის სექციური კონტროლის სისტემით გაკონტროლდება.
ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
უწყება იმ 10 ადგილის სიას აქვეყნებს, სადაც აღნიშნული კონტროლი განხორციელდება. ესენია:
1. თბილისი, ავჭალისა და ანდრონიკაშვილის ქუჩების კვეთა (ზაჰესის მოედანი) 3+200 კილომეტრიდან - ქ. თბილისი ივანე ჯავახიშვილის ქუჩის კვეთა (გლდანულას გადასახვევი) 8+150 კილომეტრამდე. (ნებადართული სიჩქარე 60 კმ/სთ).
2. თბილისი, ივანე ჯავახიშვილის ქუჩის კვეთა (გლდანულას გადასახვევი) 8+150 კილომეტრიდან - ქ. თბილისი ავჭალისა და ანდრონიკაშვილის ქუჩების კვეთა (ზაჰესის მოედანი) 3+200 კილომეტრამდე. (ნებადართული სიჩქარე 60 კმ/სთ).
3. თბილისი, ივანე ჯავახიშვილის ქუჩის კვეთა (გლდანულას გადასახვევი) 8+150 - თბილისი გლდანის გადასახვევი 11 კილომეტრამდე. (ნებადართული სიჩქარე 70 კმ/სთ).
4. თბილისი, გლდანის გადასახვევი 11 კილომეტრიდან - ქ. თბილისი ივანე ჯავახიშვილის ქუჩის კვეთა (გლდანულას გადასახვევი) 8+150 კილომეტრამდე. (ნებადართული სიჩქარე 70 კმ/სთ).
5. თბილისი, გლდანის გადასახვევი 11 კილომეტრიდან - მარტყოფის გადასახვევი 27+950 კილომეტრამდე. (ნებადართული სიჩქარე 70 კმ/სთ).
6. მარტყოფის გადასახვევი 27+950 კილომეტრიდან - თბილისი გლდანის გადასახვევი 11 კილომეტრამდე. (ნებადართული სიჩქარე 70 კმ/სთ).
7. თბილისი, გლდანის გადასახვევიდან (ხოჭოს ტბის ქუჩა) - მარტყოფის გადასახვევი 27+950 კილომეტრამდე. (ნებადართული სიჩქარე 70 კმ/სთ).
8. მარტყოფის გადასახვევი 27+950 კილომეტრიდან - თბილისი გლდანის გადასახვევამდე (ხოჭოს ტბის ქუჩა). (ნებადართული სიჩქარე 70 კმ/სთ).
9. მარტყოფის გადასახვევი 27+950 კილომეტრიდან - ლოჭინის კვანძი 34+350 კილომეტრამდე. (ნებადართული სიჩქარე 70 კმ/სთ)
10. ლოჭინის კვანძი 34+350 კილომეტრიდან - მარტყოფის გადასახვევი 27+950 კილომეტრამდე. (ნებადართულისიჩქარე 70 კმ/სთ).