ეროვნული ბანკი ოქტომბრის თვის მონეტარული პოლიტიკის ანგარიშს აქვეყნებს

საქართველოს ეროვნული ბანკი ოქტომბრის თვის მონეტარული პოლიტიკის ანგარიშს აქვეყნებს. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ეროვნული ბანკი ავრცელებს.

მონეტარული პოლიტიკის ანგარიში ძირითადი საკომუნიკაციო დოკუმენტია, რომელსაც ეროვნული ბანკი კვარტალში ერთხელ აქვეყნებს. ანგარიშში მოცემულია ინფლაციის პროგნოზი, მონეტარული პოლიტიკის განაკვეთის საპროგნოზო ტრაექტორია, აგრეთვე დეტალურად არის აღწერილი ის ფაქტორები, რასაც ეფუძნება მონეტარული პოლიტიკის გადაწყვეტილებები.

მიმდინარე კვარტალიდან მონეტარული პოლიტიკის ანგარიში გამოქვეყნდება განახლებულ ფორმატში, რომლის მიზანია შიგთავსის კიდევ უფრო ანალიტიკური ფორმით გადმოცემა და მონეტარული პოლიტიკის გადაწყვეტილების საზოგადოების ფართო ფენისათვის უფრო გასაგებ ენაზე ახსნა.

გამოცემის ნახვა შესაძლებელია ეროვნული ბანკის ოფიციალურ ვებგვერდზე "კვლევებისა და გამოცემების" რუბრიკაში - https://www.nbg.gov.ge/index.php?m=349