სოციალური ქსელი Twitter-ი სრულად იტყვის უარს პოლიტიკურ რეკლამაზე. ამის შესახებ კომპანიის დამფუძნებელი ჯეკ დორსი საკუთარ მიკრობლოგში წერს.
„ჩვენ ვთვლით, რომ პოლიტიკოსებმა უნდა დაიმსახურონ მოქალაქეების მხარდაჭერა და არ უნდა იყიდონ ის“ - განმარტა მან გადაწყვეტილებაში.
„ინტერნეტ რეკლამა ძალიან მძლავრი ეფექტური ინსტრუმენტია კომერციული რეკლამებისთვის. მაგრამ როცა საუბარია პოლტიკაზე იზრდება რისკები. ვინაიდან მას შეუძლია მილიონობით ადამიანის ცხოვრებაზე იქონიოს გავლენა,“- აცხადებს დორსი.
ახალი წესი 22 ნოემბრიდან ამოქმედდება, იმის გამო რომ სარეკლამო დამკვეთებს გადაწყობა შეეძლოთ.
შეგახსენებთ, რომ მანამდე ანალოგიურ გადაწყვეტილებას განიხილავდა Facebook-იც. მარკ ცუკერბერგის განცხადებით, საბოლოოდ მათ ამ იდეაზე უარი იმ მოტივით თქვეს, რომ ადამიანებს უნდა დარჩეთ საკუთარი აზრის თავისუფლად გამოხატვის უფლება.