ბიუჯეტის 6-თვის შედეგებით, ჯანდაცვის სამინისტრომ გამოყოფილი თანხების 98% აითვისა

2014 წლის ბიუჯეტის 6-თვის შედეგების მიხედვით, ჯანდაცვის სამინისტრომ გამოყოფილი თანხების 98% აითვისა და ბიუჯეტი ამ მაჩვენებლით შეასრულა.

მიმდინარე წლის 6-თვის საბიუჯეტო ანგარიშზე, კერძოდ, ჯანდაცვის სამინისტროს მიერ საბიუჯეტო პროგრამების განხორციელების საკითხზე დღეს პარლამენტის შესაბამის კომიტეტში იმსჯელებენ.

2014 წლის 6-თვის შესრულების თანახმად, შრომის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს 1,270, 552. 0 მლნ ლარი გამოეყო, აქედან ფაქტიური შესრულება 1,245,769.8 მლნ ლარია, რაც შესრულების 98.0%-ია.

კონკრეტული პროგრამები კი შემდეგნაირად განხორციელდა: - შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის პროგრამების მართვა: გეგმით გათვალისწინებული იყო 25 მლნ 060. ათასი ლარი, აქედან ათვისებულია 20 მლნ 179 ათასი ლარი, შესრულების 80.5%; სოციალური დაცვა და საპენსიო უზრუნველყოფა: გეგმით გათვალისწინებული იყო 979 მლნ 412 ათასი ლარი, აქედან ათვისებულია 975 მლნ 214 ათასი ლარი, შესრულების 99.6%; საპენსიო უზრუნველყოფა: გეგმით გათვალისწინებული იყო 663 მლნ 032 ათასი ლარი, აქედან ათვისებულია 662 მლნ 966 ათასი ლარი, შესრულების 100%; სოციალური დახმარებები: გეგმით გათვალისწინებული იყო 307 მლნ 290 ათასი ლარი, აქედან ათვისებულია 305 მლნ 542 ათასი ლარი, შესრულების 99.4%; სოციალური რეაბილიტაცია და ბავშვზე ზრუნვა: გეგმით გათვალისწინებული იყო 9 მლნ 090 ათასი ლარი, აქედან ათვისებულია 6 მლნ 706 ათასი ლარი, შესრულების 73.8%; ჯანმრთელობის დაცვის პროგრამა: გეგმით გათვალისწინებული იყო 260 მლნ 604 ათასი ლარი, აქედან ათვისებულია 249 მლნ 476 ათასი ლარი, შესრულების 95.7%; ჯანმრთელობის დაზღვევა: გეგმით გათვალისწინებული იყო 55 მლნ 242 ათასი ლარი, აქედან ათვისებულია 54 მლნ 975 ათასი ლარი, შესრულების 99.5%; მოსახლეობის საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვა: - გეგმით გათვალისწინებული იყო 117 მლნ 500 ათასი ლარი, აქედან ათვისებულია 117 მლნ 478 ათასი ლარი, შესრულების 100.0%.