„ლელომ” „თბილისი ცენტრალში” ცენტრალური ოფისი გახსნა

„ლელომ” „თბილისი ცენტრალში” ცენტრალური ოფისი გახსნა. ოფისში ამ წუთებში პარტიის რიგებში მოქალაქეთა რეგისტრაცია მიმდინარეობს. „ლელოს“’ ლიდერი მამუკა ხაზარაძე რეგისტრაციის თითოეულ მსურველს ხვდება.

როგორც “ლელოს” სპიკერმა ანა ნაცვლიშვილმა განაცხადა, “ლელო” კარს ხსნის და საქართველოს თითოეულ მოქალაქეს იწვევს პოლიტიკურ პლატფორმაში გასაერთიანებლად.

„ჩვენ კარგად ვიცით, რომ ვერც ერთი პოლიტიკური ძალა ცალკე აღებული ამ ქვეყნის კრიზისიდან გამოყვანას საქართველოს მოქალაქეების ჩართულობის, მათთვის აზრის კითხვის გარეშე ვერ მოახერხებს. ჩვენთვის ფუნდამენტურად მნიშვნელოვანია ღია კარის პოლიტიკა და გამჭვირვალობა, რომლის დემონსტრირებასაც დღეს აქ შექმნილი სივრცე აკეთებს. ამ ღიაობის და გახსნილიბის პრინციპს ჩვენ ვუერთგულებთ ახლაც, როცა ოპოზიციური პლატფორმა ვართ და მას შემდეგაც, როცა ვიქნებით ხელისუფლებაში”,-განაცადა ანა ნაცვლიშვილმა.