მწეველების მესამედი გადასახვევ თამბაქოს მოიხმარს -  აქციზის გაზრდით მოსახლეობა უფრო დაბალი ხარისხის პროდუქტზე გადავიდა

მწეველების დაახლოებით, მესამედი გადასახვევ თამბაქოს მოიხმარს - ამის შესახებ ACT Impact-ის კვლევაშია აღნიშნული. ორგანიზაციის ინფორმაციით, თამბაქოზე აქციზის მომატებით არა თუ მოსახლეობის ჯანმრთელობის გაუმჯობესება მოხერხდა, არამედ პირიქით, სიგარეტის უფრო იაფფასიანი და დაბალი ხარისხის ალტერნატივით ჩანაცვლებამ ჯანმრთელობისთვის უფრო დიდი რისკები შექმნა.

ACT Impact-მა სატელეფონო გამოკითხვა შემთხვევითი შერჩევის პრინციპით ქვეყნის მასშტაბით ჩაატარა. გამოკითხვამ აჩვენა, რომ მწეველების დაახლოებით მესამედი რეგულარულად მოიხმარს გადასახვევ თამბაქოს, რადგან პროდუქტის ფასი მათთვის ხელმისაწვდომია.

ამასთან, მწეველთა 14.9%-მა, რომელთაც იციან გასახვევი თამბაქოს არსებობის შესახებ, თუმცა, არასდროს მოიხმარდნენ, განაცხადეს, რომ მომავალში აპირებენ პროდუქტის მოხმარებას.

„ამავე ჯგუფის 16,1%-მა არ იცის, რას იზამს და როგორ შეცვლის ქცევას. კვლევამ ასევე აჩვენა, რომ ყოფილმა მწეველებმა მოწევას თავი უმეტესად ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო დაანებეს (54.6%), ხოლო გაზრდილი ფასები ბარიერად მხოლოდ 5.3%-მა დაასახელა. აღსანიშნავია, რომ გამოკითხულთა უმეტესობას ურჩევნია ფილტრიანი სიგარეტის გადასახვევი თამბაქოთი ჩანაცვლება, ვიდრე უფილტრო ბრენდირებული თამბაქოთი“,-ნათქვამია კვლევაში.

ნინი ქეთელაური