საუდის არაბეთი წითელ ზღვაზე ტურისტების მიღებას 2022 წლიდან დაიწყებს

საუდის არაბეთი წითელ ზღვაზე საკუთარ კურორტებს ტურისტებისთვის 2022 წელს გახსნის. იმ დროისთვის ქვეყანა წელიწადში 100 მილიონი ტურისტის მოზიდვას აპირებს. ამის შესახებ საუდის არაბეთის წითელი ზღვის განვითარების კომპანიის ხელმძღვანელმა ჯონ პაგანომ ერ რიადში მიმდინარე ფორუმზე Future Investment Initiative განაცხადა.

ცნობისათვის, წითელი ზღვის სანაპირო ზოლი საუდის არაბეთის ტერიტორიაზე 2 ათას კილომეტრზეა გადაჭიმული, მისი აკვატორია 90 დაუსახლებელ კუნძულსაც მოიცავს, ხოლო ლაგუნების საერთო ფართობი 36 ათას კვადრატულ კილომეტრს.

პაგანოს განცხადებით, ამჟამად ქვეყანა ქმნის საკადრო პოტენციალს ტურისტული ინდუსტრიისთვის. „ჩვენ გვჭირდება სასტუმრო მენეჯერები, შეფ-მზარეულები, ექსკურსია მძღოლები და ა.შ. ჩვენ უკვე გავეცით 130 სტიპენდია მსგავსი პერსონალისთვის და პირველ 4 დღეში მივიღეთ 12 ათასი განაცხადი სტიპენდიაზე.“ - აღნიშნა მან.

ჯამში დაგეგმილია 50 სასტუმროს აშენება 22 კუნძულზე და 6 სასტუმროს - კონტინენტზე, ასევე საერთაშორისო აეროპორტისა და სპეციალურად პერსონალისთვის ქალაქის მშენებლობა, რომელიც 35 ათას მცხოვრებზე იქნება გათვლილი.

კოკა კვირკველია