ამერიკის სენატში „ჩრდილოეთის ნაკადი 2-ის“ წინააღმდეგ სანქციების თემა კვლავ დაიძრა

ამერიკელმა სენატორებმა წინ წაიწიეს კანონპორექტის მიღებაში, რომელიც ეხება სანქციების შემოღებას პროექტ „ჩრდილოეთის ნაკადი 2“ში ჩართული კომპანიების წინააღმდეგ. ამის შესახებ საერთაშორისო საკითხების კომიტეტის ხელმძღვანელმა რესპუბლიკელმა ჯეიმს იშმა განაცხადა.

„მე ვფიქრობ, რომ თქვენი კანონპროექტი უნდა იქნას მიღებული. თქვენ იცით, რომ ჩვენ ვეძებთ გზებს წინ წაწევისთვის, ჩვენ ვიპოვეთ ეს გზა, რომელიც წინ წაგვწევს. ჩვენ შევეცდებით ამის მიღებას, ამაზე პრაქტიკულად ყველანი ვთანხმდებით“, - განაცხადა რიშმა საკომიტეტო მოსმენისას, რომელზეც განიხილებოდა ჯონ საკლივანის კანდიდატურა რუსეთში ელჩის პოსტზე. რიში მიმართავდა მის კოლეგა თანაპარტიელს ტედ კრუზს, რომელიც გახლავთ ერთ-ერთი ავტორი ამ საკანონმდებლო ინიციატივისა. სხვა დეტალებზე სენატორს არ უსაუბრია.

რიშის კომიტეტმა მხარი დაუჭირა კრუზის კანონპროექტს ჯერ კიდევ ივლისში. მას შემდეგ ის კონგრესის ზედა პალატის მიერ მხარდაჭერის მოლოდინშია. ანალოგიური კანონპროექტი უნდა მოიწონოს წარმომადგენელთა პალატამ, რის შემდეგაც ის გადაეგზავნება პრეზიდენტ ტრამპს ხელმოწერისთვის.

საკანონმდებლო ინიციატივა ითვალისწინებს იმ პირების უფლებამოსილების შეზღუდვას, რომლებიც ყიდიან ან აქირავებენ საზღვაო ხომალდებს „ჩრდილოეთის ნაკადი 2“-ის მშენებლობისთვის, ასევე აწვდიან ფინანსურ და ტექნიკურ მხარდაჭერას ან აზღვევენ მსგავს ხომალდებს. ამერიკელი კანონდებლები განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევენ ორ მშენებელ კომპანიას - შვეიცარულ Allseas და იტალიურ Saipem-ს, რომლებიც დაკავებული არიან გაზსადენის მილების ზღვის ფსკერზე განთავსებით.

კოკა კვირკველია