ამერიკულ-იტალიური საავტომობილო კონცერნი Fiat Chrysler ფრანგულ საავტომობილო კომპანიას Groupe PSA გაერთიანების დეტალებზე შეუთანხმდა. ამის შესახებ გაზეთი The Wall Street Journal-ი წერს.
მანამდე სააგენტო AFP საკუთარ წყაროზე დაყრდნობით წერდა, რომ PSA-ს დირექტორთა საბჭომ მოიწონა Fiat Chrysler-თან გაერთიანების გეგმა. ამასთან, სააგენტო აღნიშნავს, რომ გადაწყევტილების შესახებ ოფიციალურად დღეს გამოცხადდება.
როგორც ცნობილია, მანამდე Fiat Chrysler-ი გაერთიანებაზე მოლაპარაკებებს კიდევ ერთ ფრანგულ კომპანია Renault-თან აწარმოებდა, თუმცა შეთანხმება ვერ განხორციელდა. ამის მიზეზი გახდა ის, რომ მას მხარი არ დაუჭირა საფრანგეთის ხელისუფლებამ.