Euronews: Lufthansa მზადა Alitalia-ში 200 მლნ ევროს ოდენობით ინვესტიცია განახორციელოს

ევროპის ერთ-ერთი უმსხვილესი გერმანული ავიაკმპანია Lufthansa მზადაა იტალიურ ავიაკომპანია Alitalia-ში 200 მილიონი ევროს ოდენობით ინვესტიცია განახორციელოს. ამ ინფორმაციას Euronews ავრცელებს.

გამოცემის მიხედვით, აღნიშნულს 2 იტალიური მედისაშუალებაც ადასტურებს. მათი განცხადებით, Lufthansa-ს წარმომადგენლებმა ამ საკითხთან დაკავშირებით იტალიის ინდუსტრიის მინისტრს ოფიციალური წერილი უკვე გაუგზავნეს.

Lufthansa ოფიციალური წარმომადგენლები ჯერჯერობით არ აცხადებენ, თუ კონკრეტულად რა ოდენობის ინვესტიციის განხორციელებას აპირებენ იტალიური ავიაკომპანიის გადასარჩენად.

იტალური გამოცემის, Corriere della Sera-ს ინფორმაციით, ინვესტიციის მოცულობა 170-დან 200 მილიონ ევრომდე იქნება, la Repubblica-ს მიხედვით კი, ინვესტიცია 150 მილიონ ევროს შეადგენს.

აღსანიშნავია, რომ ბოლო წლების განმავლობაში იტალიურ ავიაკომპანია Alitalia-ს სერიოზული ფინანსური პრობლემები ჰქონდა და კომპანიის მუშაობა წამგებიანი იყო.

ბექა ბერიაშვილი