რუსული „ტროლების ქარხნის“ სამიზნე ამჯერად აფრიკა ხდება. ინფორმაციას „სიენენი“ ავრცელებს. გამოცემის ცნობით, ამ ყველაფრის სათავეში ცნობილი რუსი პროპაგანდისტი, ალექსანდრე მალკევიჩი დგას, რომელიც ამერიკის შეერთებული შტატებიდან გამოაძევეს.
ოთხშაბათს, „ფეისბუქმა“ განაცხადა, რომ ათობით ანგარიში გააუქმა, რომელიც აფრიკულ ქვეყნებში მიზანმიმართულ პროპაგანდას ავრცელებდა. გვერდები რუს ბიზნესმენ ევგენი პიგოჟინს უკავშირდებოდა, რომელსაც საერთაშორისო მედია „პუტინის შეფად“ მოიხსენიებს. აღნიშნული პირის წინააღმდეგ შეერთებულმა შტატებმა სანქციები დააწესა 2016 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში აშკარა ჩარევის გამო.
აღსანიშნავია, რომ რუსული პროპაგანდის გაძლიერება კრემლის მიერ ე.წ. „აფრიკის სამიტის“ გამართვას მოჰყვა. „ფეისბუქის“ ინფორმაციით, ამჯერად ტროლების სამიზნე მადაგასკარი, ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკა, მოზამბიკი, კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკა, კამერუნი, სუდანი და ლიბია გახდა.