ფრანგულმა სანავთობო გიგანტმა კომპანიამ Total-მა რუსული დაბინძურებული ნავთობი გაყიდა, საუბარია 720 ათას ბარელზე. ამის შესახებ სააგენტო Bloomberg-ი წყაროზე დაყრდნობით წერს.
მათი ცნობით, Total-ის სავაჭრო განყოფილებამ შეძლო მოლაპარაკება დაბინძურებული ნავთობის გაყიდვაზე ფასდაკლებით, 25 დოლარად ბარელზე. ნავთობი ამ მომენტისთვის როტერდამში ინახება და მისი მყიდველი არ გახმაურებულა.
როგორც ცნობილია, აპრილში ნავთობსადენში "Дружба", რომლიდანაც გაედინება რუსეთიდან ბელორუსის გავლით ნავთობი ევროპაში, მოხვდა დაბინძურებული ქლორიდი. ნავთობის გადატუმბვა შეჩერდა და სრული მოცულობით მხოლოდ 1 ივლისს განახლდა.