ამერიკის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ფედერალური სარეზერვო სისტემა ისევ გააკრიტიკა. დონალდ ტრამპის თქმით, ამერიკის ეკონომიკისთვის სწორედ ფედრეზერვის ქმედებებია პრობლემა და არა ჩინეთი. ამის შესახებ მან „ტვიტერში“ დაწერა.
ტრამპის თქმით, ფინანსური მარეგულირებელი ორგანო თავიდანვე არასწორ პოლიტიკას ატარებდა, ის მოქმედებდა ან ძალიან სწრაფად ან დაგვიანებით. მან მოუწოდა მარეგულირებელს განაგრძოს განაკვეთის დაწევა ისე, როგორც ეს ხდება გერმანიასა და იაპონიაში.
შეგახსენებთ, ოთხშაბათს ფედრეზერვმა საბაზისო საპროცენტო განაკვეთი 25 პუნქტით დასწია 1,75-დან 1,5 პროცენტამდე, როგორც ამას მოელოდა ბაზარი. გადაწყვეტილება საპროცენტო განაკვეთის შესახებ უკვე ზედიზედ მესამედ მიიღეს.