საზოგადოებრივი მოძრაობა „ლელოს“ დამფუძნებელმა მამუკა ხაზარაძემ „ლელოს“ კიდევ 12 წევრი წარადგინა.
„ლელოს“ ახალი წევრები არიან: თორნიკე ჩიქოვანი - იურისტი, არასამთავრობო ორგანიზაცია „უფლებების ლიგის” პრეზიდენტი; გოგიტა დათუკიშვილი - ფარმაცევტი, ხარისხის მენეჯმენტის კონსულტანტი; მარინა მამუჩაშვილი- ფერმწერი, ამჟამად ხელოვნების პედაგოგი; გიორგი ზურებიანი - წარმოების მენეჯმენტის სპეციალისტი;
ალექსანდრე ჩუბინიძე - არქიტექტორი, პრაქტიკოსი, სამხატვრო აკადემიის და საქართველოს უნივერსიტეტის მოწვეული პროფესორი; გურამ დოლენჯაშვილი - მხატვარი, სამხატვრო აკადემიის საპატიო აკადემიკოსი; თამარ ბუაძე - ბიზნეს ადმინისტრირების სპეციალისტი, მარკეტოლოგი; თორნიკე ადამაშვილი - არასამთავრობო ორგანიზაცია „რეგიონული კინოს ასოციაციის” ხელმძღვანელი;
ვაჩე ჩინჩალაძე - კვების პროდუქტების წარმოების ქართული კომპანიის კომერციული მენეჯერი; მამუკა მახარაძე - მწვრთნელი, სპორტსმენი; ნუკრი ტატიშვილი - პროფესიით ინჟინერ-გეოლოგი, შეფ მზარეული; თამარ ჭალაგანიძე- კომუნიკაციების სპეციალისტი.