Samsung Electronics-ის სუფთა მოგება მიმდინარე წლის მესამე კვარტალში 52%-ით 6,29 ტრილიონ სამხრეთ კორეულ ვონამდე (5,4 მილიარდ დოლარამდე) შემცირდა. ამის მიზეზი კომპანიის მიერ წარმოებულ ჩიპებზე მოთხოვნის შემცირება გახდა. ერთი წლით ადრე კი კომპანიის მოგება 13,15 ტრილიონი ვონი იყო.
კომპანიის საოპერაციო მოგებამ საანგარიშო პერიოდში 7,78 ტრილიონი ვონი შეადგინა, მაშინ როცა გასულ წელს 17,57 ტრილიონი ვონი იყო.
რაც შეეხება შემოსავლებს, Samsung-მა მესამე კვარტალში 5,3%-ით ნაკლები შემოსავალი მიიღო და 62 ტრილიონი ვონი შეადგინა.
აღნიშნული ინფორმაციის გავრცელების შემდეგ Samsung-ის აქციებიზე ფასი არ შეცვლილა. აღსანიშნავია, რომ კომპანიის კაპიტალიზაცია მიმდინარე წელს გაზრდილია 30%-ით და 347 ტრილიონ ვონს უდრის.