კახა კალაძის ინფორმაციით, „სითი პარკთან" მოლაპარაკებები მათ შორის საევაკუაციო მანქანების შესყიდვასაც შეეხება

„სითი პარკთან" მოლაპარაკებები მიმდინარეობს და ალბათ, უახლოეს პერიოდში დავხურავთ, - ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისივე თქმით, მოლაპარაკებები მათ შორის, საევაკუაციო მანქანების შესყიდვასაც შეეხება.

"მიმდინარეობს მოლაპარაკებები და უახლოეს მომავალში დავხურავთ. ეს არის საევაკუაციო მანქანები, ყველა ის ხელსაწყო და სერვერები, რაც გვჭირდება ამ საქმიანობისთვის", - განაცხადა კალაძემ.

მისივე თქმით, „სითი პარკს“ დავა არც დაუწყია მერიის წინააღმდეგ.

"მათ ქონდათ სურვილი დაეწყოთ დავა, მაგრამ მერე გაჩერდნენ,- განაცხადა დედაქალაქის მერმა.