პედაგოგთა სასერტიფიკაციო გამოცდაზე მონაწილეთა ტრანსპორტირების უზრუნველსაყოფად, 2-დან 8 ნოემბრის ჩათვლით, მეტროსადგურ „ვარკეთილიდან“ შუამთის ქუჩაზე მდებარე N117 საჯარო სკოლამდე ავტობუსის დროებითი მარშრუტი დაინიშნება. თბილისის მერიის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ავტობუსი 09:00 საათიდან 17:00 საათამდე იმოძრავებს და მგზავრებს სტანდარტული ტარიფით, 50 თეთრად მოემსახურება.