დიდი ბრიტანეთი მძღოლებისთვის ახალ სანქციებს აწესებს. გზებზე უსაფრთხოების დაცვის მიზნით ქვეყანაში ახალი კანონპროექტი შეიმუშავეს. საბოლოოდ კი ცნობილი გახდა, რომ მძღოლები, რომლებიც მანქანით მოძრაობისას სმარტფონებს შეეხებიან, 200 გირვანქა სტერლინგით დაჯარიმდებიან.
საზოგადოებისთვის ცნობილია ისიც, რომ დიდი ბრიტანეთის გზებზე ახალ HD traffic კამერებს დააყენებენ, რომელიც საშუალებას გახდის მძღოლების მოძრაობა დააფიქსირონ.
მანქანის მართვისას ტელეფონის გამოყენების აკრძალვა და ამ კანონის გამკაცრება, ხელისუფლების აზრით, აუცილებელია.
მძღოლები დაჯარიმდებიან მაშინ, თუ ისინი მანქანის მართვისას ტელეფონით სოციალურ ქსელს დაათვალიერებენ. როგორც ამბობენ, ქვეყანაში არსებული მოქმედი კანონი არასრულფასოვანია და დღეს ჯარიმდებიან მხოლოდ ის მძღოლები, ვინც მანქანის მართვისას ტელეფონით ფოტოს იღებენ ან მესიჯს აგზავნიან.
სამართალდამცავებს კი ურთულდებათ ზუსტად დაადგინონ, რის გამო იყენებენ მძღოლები სმარტფონებს მანქანის მართვისას, ამიტომ გადაწყიტეს, რომ ეს კანონი უფრო გამკაცრდეს და მძღოლები სმარტფონზე შეხებისას დაჯარიმდნენ.
კრიტიკოსები ამტკიცებენ, რომ ამ კანონის შემოღება არ იქნება მართებული, რადგან მძღოლებს მართვისას უამრავი მიზეზის გამო უწევთ ტელეფონის გამოყენება.
მოამზადა ეკა გადახაბაძემ