ბრაზილიაში მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე ბიომრავალფეროვანი ადგილი იწვის

ბრაზილიაში ტროპიკული ჭაობები იწვის. ადგილობრივი ოფიციალური პირების თქმით, ხანძარი მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე ბიომრავალფეროვან ტერიტორიაზე გაჩნდა, რომელიც ქვეყანაში ტურისტებისთვის მთავარი დანიშნულების ადგილია.

მედიის ცნობით, დამწვარია დაახლოებით 50 000 ჰექტარი ტერიტორია. ბრაზილიის მთავრობა სიტუაციას „კრიტიკულად“ აფასებს.

ცნობისთვის, ბრაზილიის საჰაერო კვლევების ეროვნული ინსტიტუტის გავრცელებული ცნობებით, აღნიშნულ რეგიონში მიმდინარე წელს დაახლოებით 8 500 ხანძარი დაფიქსირდა.