„სარფის“ საბაჟო გამშვებ პუნქტში, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრებმა, ეჭვის საფუძველზე, სომხეთის მოქალაქის მ.ჰ.-ს ფიზიკური დათვალიერების შედეგად, სხეულზე, სპეციალურად მოწყობილ სამალავში, 8323.59 ლარის ღირებულების არადეკლარირებული ოქროს (100.26 გრამი) საიუველირო ნაკეთობები გამოავლინეს.
ამის შესახებ ინფორმაციას ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური ავრცელებს.
მათივე ცნობით, აღნიშნული საქმე, შემდგომი რეაგირების მიზნით, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს გადაეცა.