შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრებმა არადეკლარირებული ოქროს ნაკეთობები გამოავლინეს

საბაჟო გამშვებ პუნქტში ,,წითელი ხიდი“, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრებმა, არადეკლარირებული ოქროს ქვეყნის საზღვარზე შემოტანის მცდელობის 2 ფაქტი აღკვეთეს.

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, აზერბაიჯანისა და საქართველოს მოქალაქეების კუთვნილი ავტომანქანების ეჭვის საფუძველზე, დეტალური დათვალიერების შედეგად, 14,110.91 ლარის ღირებულების არადეკლარირებული ოქროს (საერთო წონა 101.54 გრამი) ნაკეთობები გამოვლინდა.

მათივე ცნობით, საქართველოს საბაჟო კოდექსის 168-ე მუხლის I ნაწილის შესაბამისად, კანონდამრღვევ მოქალაქეებს, სანქციის სახით, ფულადი ჯარიმა, ჯამში, 14,110.91 ლარის ოდენობით შეეფარდათ.