4 ნოემბრიდან, საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი–სენაკი–ლესელიძის საავტომობილო გზის მე-40 კმ-ზე, მდინარე ქსანზე, სენაკი-თბილისის მიმართულებაზე, ახალი სახიდე გადასასვლელის სამშენებლო სამუშაოების გამო, ავტოტრანსპორტის მოძრაობა ორმხრივად განხორციელდება თბილისი-სანაკის მიმართულებით. ამის შესახებ ინფორმაციას საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.
მათივე იცნობით, სამუშაოების წარმოების პერიოდი, დაწყებიდან 19 თვის ვადით არის განსაზღვრული.
ავტოტრანსპორტის მოძრაობა საპატრულო პოლიციის უშუალო ზედამხედველობით და კოორდინაციით განხორციელდება.