2050 წლისთვის მსოფლიო ოკეანეების ადიდების გამო 300 000 ადამიანს საცხოვრებელი სახლის დატოვება მოუწევს. ამის შესახებ სტატიას ორგანიზაცია Nature Communications-ის კვლევაზე დაყრდნობით The Guardians აქვეყნებს.
კვლევაში ნათქვამია, რომ მსოფლიო ოკეანის ადიდების შესახებ აქამდე არსებული წარმოდგენები მცდარია და 2050 წლისთვის იმაზე 3-ჯერ მეტ ადამიანს მოუწევს საცხოვრებელი სახლის დატოვება, ვიდრე ეს აქამდე იყო ნავარაუდევი.
ამ დასკვნის გაკეთებამდე ორგანიზაცია წლების განმავლობაში იკვლევდა ოკეანის სანაპიროების ფორმირების პროცესს მთელი მსოფლიოს მასშტაბით. მათი განცხადებით, დატბორილი ტერიტორიის დატოვება მილიონობით ადამიანს მოუწევს, რაც მთლიანად შეცვლის მსოფლიო მოსახლეობის განსახლების არეალებსა და ეკონომიკას.
კვლევის თანახმად, ყველაზე მეტად აზიის კონტინენტი დაზიანება, სადაც მსოფლიო მოსახლოების უმეტესობა ცხოვრობს. ზღვის დონის აწევა ყველაზე მეტად ბანგლადეშს, ინდოეთსა და ჩინეთს დააზარალებს, სადაც მოსახლების დიდი ნაწილი ოკეანის სანაპიროებთან ახლოს ცხოვრობს.
აღსანიშნავია, რომ ზოგიერთმა ქვეყანამ მოახლოებული საფრთხე უკვე იგრძნო და შესაბამისი ზომების მიღება დაიწყო. მაგალითად, ინდონეზიის ხელუსიფლებამ მიიღო გადაწყვტილება, რომლის თანახმადაც დედაქალაქს ჯაკარტიდან გადაიტანენ, რადგან მას დატბორვა ემუქრება.
ამასთანავე, კვლევის ავტორებმა გამოთქვეს ვარაუდი, რომ თუ ნახშირორჟანგს გამოყოფა არსებული ტენდენციის მიხედვით გაგრძელდება, 2100 წლისთვის საცხოვრებელი სახლის დატოვება 640 მილიონ ადამიანს მოუწევს.
მეცნიერების განმარტებით, ზღვის დონის ადიდების შესაჩერებლად ერთადერთი სწორი გამოსავალი ნახშირორჟანგის გამოყოფის მინიმუმადე დაყვანაა.