ახალი წელი უამრავი ადამიანისთვის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი დღესასწაულია. ამიტომ ზოგიერთი ჩვენგანი მის დადგომამდე რამდენიმე კვირით ადრეც კი იწყებს მზადებას.
იმისათვის, რომ დამდეგი ახალი წელი განსაკუთრებული აღმოჩნდეს, გამოცემა СNN გთავაზობთ 10 საუკეთესო ადგილს ახალი წლის დღესასწაულის შესახვედრად
სიდნეი, ავსტრალია
ახალი წლის სიდნეიში გატარება ერთ-ერთი საუკეთესო არჩევანია. ახალი წლის დადგომის დროს ქალაქში მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე ლამაზ ფოიერვერკების შოუს უშვებენ. თანაც ახალი წელი ავსტრალიაში ზაფხულში დგება და შესაბამისად, სტუმრებს ავსტრალიის სანაპიროებზე დასვენების საშუალებაც აქვთ.
ჰონგ-კონგი, ჩინეთი
ახალი წლის დადგომამდე რამდენიმე საათით ადრე ჰონგ-კონგელთა უმეტესობა ქალაქის ცენტრალურ ნაწილში მეგობრებთან და ოჯახის წევრებთან ერთად იკრიბება. ამ დროს მთელი ქალაქის მასშტაბით იმართება სხვადასხვა კონცერტები, შოუები და მუსიკალური შეჯიბრებები.
ბანგკოკი, ტაილანდი
თუ გსურთ ახალ წელს აქტიურ, ხალხმრავალ და ხმაურიან გარემოში შეხვდეთ, მაშინ ბანგკოკს აუცილებლად უნდა ეწვიოთ. ქალაქს განსაკუთრებით ღამის ცხოვრება გამოარჩევს, სადაც ახალი წლის დადგომას უამრავი ახალგაზრდა აღნიშნავს.
დუბაი, არაბთა გაერთიანებული საამიროები
დღეისათვის დუბაი გახდა ერთ-ერთი ყველაზე მულტიფუქცნიური ქალაქი, სადაც ნებისმიერი ინტერესის მქონე ადამიანი შეძლებს გასართობის მოძებნას. ახალი წლის არდადეგების დროს მთელი მსოფლიოდან აქ უამრავი ადამინი ჩამოდის.
მოსკოვი, რუსეთი
მოსკოვი სიის ყველაზე „ცივი“, თუმცა, ამავდროულად საინტერესო არჩევანია. ახალი წლის დადგომასთან ერთად მოსახლეობა წითელ მოედანზე იკრიბება, სადაც შთამბეჭდავი ფოიერვერკების შოუ იმართება.
კეიპ-თაუნი, სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკა
კეიპ-თაუნი აფრიკის კონტინენტის ერთ-ერთი ყველზე ლამაზი ქალაქია. აქ უამრავი რესტორანი და კაფეა, სადაც უგემრიელესი საკვების გასინჯვას შეძლებთ. ახალი წლის დროს ქალაქში ათობით ფესტივალი იმართება.
ლონდონი, გაერთიანებული სამეფო
ლონდონი ახალი წლის შესახვედრად ერთ-ერთი საუკეთესო არჩევანია. აქ თქვენ მდინარე თემზაზე ნავით გასეირნებასა და ლონდონის ხედების დათვალიერებას შეძლებთ. ადგილობრივების დიდი ნაწილი ამ დროს პაბებში იკრიბება. ამასთანავე, შესაძლოა, სამეფო ოჯახის წევრებიც იხილოთ.
რიო-დე-ჟანეირო, ბრაზილია
თუ გსურთ ახალი წელი აქტიურად გაატაროთ, მაშინ რიო-დე-ჟანეიროს უნდა ეწვიოთ. ამ დროს ქალაქში 2 მილიონამდე ადამიანი იმყოფება, რომლებიც კარნავალში მონაწილეობენ. ამასთანავე, თქვენ შეგიძლიათ ცნობილ კოპაკაბანას პლაჟზე დაისვენოთ.
ნიუ-იორკი, აშშ
ნიუ-იორკი ახალი წლის შესახვედრად ამერიკელთა ყველაზე ცნობილ თავშეყრის ადგილს წარმოადგენს. ისინი თაიმს სქვერზე იკრიბებიან და ახალი წლის დადგომამდე დარჩენილ დროს უკან ერთად ითვლიან.
ლას-ვეგასი, აშშ
თუ ღამის ცხოვრება და აზარტული თამაშები გიყვართ, მაშინ ახალი წელი აუცილებლად ლას-ვეგასში უნდა გაატაროთ, სადაც უამრავ გასართობს ნახავთ. წელიწადის ამ დროს აქ ძალიან ბევრი ადამიანი ჩამოდის მთელი მსოფლიოდან, ამიტომ სჯობს სასტუმრო რამდენიმე კვირით ადრე დაჯავშნოთ.