ნორვეგიაში გაიხსნა ხიდი, რომელიც ამავდროულად ხელოვნების მუზეუმიცაა. ამის შესახებ სტატიას CNN ავრცელებს.
ნორვეგიის სამხრეთ ნაწილში, დედაქალაქ ოსლოდან 1 საათის სავალ მანძილზე თანამედროვე ხიდი გახსნეს, რომელიც სკანდინავიურ ბუნებას უჩვეულოდ ერწყმის.
ხიდი მდინარე რანდსელვაზე მდებარეობს და დასახლებულ პუნქტებს კისტეფოს ქანდაკებების პარკთან აკავშირებს.
ხიდზე არსებულ მუზეუმში თანამედროვე ხელოვნების 3 სხვადასხვა გალერიაა განთავსებული.
უჩვეულო ხიდი კომპანია BIG-Bjarke Ingels Group-მა დააპროექტა. „ჩვენ გვსურდა შეგვექმნა ერთი სივრცე, რომელიც ერთდროულად იქნებოდა ხიდი, მუზეუმი და თანამედროვე უცნაური შენობა. შესაბამისად, დამთვალიერებლებს ერთ სივრცეში ფეხით მეორე სანაპიროზე გადასვლა, მუზეუმის მონახულება და ულამაზესი ხედებით ტკბობა ერთდროულად შეუძლიათ.“- აცხადებს კომპანიის დირექტორი ბიარკე ინგელსი.