10 რამ, რაც მომავლისთვის თანხის დაზოგვაში დაგეხმარებათ

ყველამ ვიცით, რომ დაზოგვა მნიშვნელოვანია, თუმცა საყიდლები, წვეულებები, ყოველდღიური ხარჯები, გამოწერები და სხვა ფაქტორები ხანდახან ამის საშუალებას არ გვაძლევს.

არსებობს ასეთი მოსაზრებაც, რომ ანაზღაურების მიუხედავად, დაზოგვა ხშირ შემთხვევაში შესაძლებელია, მთავარია სურვილი.

Self-Made.io-ს მიხედვით გთავაზობთ 10 საშუალებას, რომელიც მომავლისთვის თანხის დაზოგვის საშუალებას მოგვცემს:

1. უარი თქვით საკრედიტო ბარათებზე

საკრედიტო ბარათი კარგია, როცა გაუთვალისწინებელი ხარჯის წინაშე დგები, მაგრამ რისკი იმისა, რომ ხარჯმა შემოსავალს გადააჭარბოს, მაღალია. თუ გრძნობთ, რომ თავის გაკონტროლება გაგიჭირდებათ, უმჯობესია, საკრედიტო ბარათზე უარი თქვათ და ვადაგადაცილებით გამოწვეული ხარჯები თავიდან აირიდოთ.

2. გაყიდეთ ტანსაცმელი და აქსესუარები, რომელსაც აღარ იყენებთ

ეს დამატებით შემოსავალსაც მოგცემთ და დაეხმარებით მათ, ვისაც ტანსაცმელში ბევრის გადახდა არ შეუძლია.

3. თავი აარიდეთ სავაჭრო ცენტრებს

ერთი ნივთის საყიდლადაც რომ მიდიოდეთ, ცდუნება დიდია, რომ სხვა მაღაზიებშიც შეიაროთ. საბოლოოდ კი, ფასდაკლებებისა თუ სხვა მიზეზების გამო, ბევრი ისეთი ნივთი შეიძინოთ, რომლის საჭიროებაც არ გაქვთ და ფული გაფლანგოთ. უმჯობესია, ერთი ნივთის შესაძენად ერთ კონკრეტულ მაღაზიაში მიხვიდეთ.

4. შეიძინე მხოლოდ ის, რაც გჭირდება

სანამ მარკეტიდან გამოხვალთ, კალათა კარგად გადაათვალიერეთ, უსარგებლო ნივთები ხომ არ გიწყვიათ ან ზედმეტად ბევრი რამ ხომ არ შეიძინეთ. ბევრი პროდუქტის მირთმევა შეიძლება, იქამდეც ვერ მოასწროთ, სანამ ვადა გაუვა, ეს კი დამატებითი და ფუჭი ხარჯი ხდება.

5. შეამცირეთ მაკიაჟის ხარჯები

აქ მაკიაჟის ხარისხზეც უნდა დაიწეროს. რა თქმა უნდა, უმჯობესია, მეტი გადავიხადოთ და ხარისხიანი კოსმეტიკა შევიძინოთ, ვიდრე უხარისხო ნივთიერებებით სახის კანი დავიზიაანოთ, თუმცა გიფიქრიათ, რომ სახლში უამრავი თვალის ჩრდილი დაგიგროვდათ, რომელშიც არც ისე ცოტა გადაიხადეთ და რომლის უმეტესობის არსებობა არც კი გახსოვთ?

გარდა ამისა, თვალი მიადევნეთ „ინფლუენსერების“ მოსაზრებებსაც, რომელთა ნაწილით შედარებით ბიუჯეტურ და ხარისხიან პროდუქციას იყენებს.

6. შედარებით ბიუჯეტური საკაბელო ტელევიზიით ისარგებლეთ

რთული საპოვნელია ადამიანი, რომელიც ყველა სატელევიზიო არხს უყურებს, რაც გამოწერილი აქვს და თუ რომელიმე კონკრეტული პროგრამისთვის არ იხდით მაღალ ფასს, უმჯობესია, ეკონომ-პაკეტით ისარგებლოთ.

7. იშოპინგეთ ფასდაკლებების პერიოდში

ყოველთვის მიადევნეთ თვალი ფასდაკლებებს თქვენს საყვარელ მაღაზიებში. მაღაზიებს სეზონურად ხშირად აქვთ ფასდაკლებები, რომელიც დარჩენილი პროდუქციის ამოყიდვას ემსახურება. ამ პერიოდში საყიდლებზე ბევრის დაზოგვას შეძლებთ.

8. ძირითადად, ონლაინ ზარები განახორციელეთ

სატელეფონო ხარჯების შესამცირებლად შეგიძლიათ, ონლაინ-ზარებით ისარგებლოთ. გახსოვდეთ, რომ ინტერნეტის ხარჯებს ისედაც თქვენ ფარავთ.

9. ელექტროენერგიაზე მომუშავე მოწყობილობები ჩართული არ დატოვოთ

ტელეფონის დატენვის შემდეგ დამტენს ჩამრთველში ნუ დატოვებთ, გამორთეთ ტელევიზორი თუ არ უყურებთ და ა.შ.

10. შეადგინეთ ყოველი თვის ბიუჯეტი

ასე ხარჯების დათვლა უფრო მარტივია. ეცადეთ, მაქსიმალურად მცირე დანახარჯები გაწეროთ. ასე უფრო მეტის დაზოგვას შეძლებთ.

მოამზადა მარიამ მენაბდიშვილმა