ნაქერალას უღელტეხილზე მისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია

ინტენსიური თოვის გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის მქონე ქუთაისი(მოწამეთა)-ტყიბული-ამბროლაურის საავტომობილო გზის კმ43-კმ47 (ნაქერალას უღელტეხილი) მონაკვეთზე მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია. ამის შესახებ საავტომობილო გზების დეპარტამენტიდან იუწყებიან.

მათი ინფორმაციით, აღნიშნულ მონაკვეთზე, დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.

ასევე, გზის დანარჩენ მონაკვეთებზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.