რთული მეტეოროლოგიური პირობების (თოვა და ლიპყინული) გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ჩოხატაური-ბახმაროს საავტომობილო გზის კმ34-კმ53 (ჩხაკაურა-ბახმარო) მონაკვეთზე, ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია.
ამის შესახებ საავტომობილო გზების დეპარტამენტიდან იუწყებიან.
მათი ინფორმაციით, რთული მეტეოროლოგიური პირობების (თოვა და ლიპყინული) გამო, ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა ასევე აკრძალულია შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ოზურგეთი-შემოქმედი-ბჟუჟჰესი-გომისმთას საავტომობილო გზის კმ16-კმ33 მონაკვეთზე.
აღნიშნული გზების დანარჩენ მონაკვეთში ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.