აუქციონზე 35 მილიონი ლარის ფასიანი ქაღალდები გაიყიდა

ეროვნული ბანკის 91-დღიან N38, სადეპოზიტო სერტიფიკატების აუქციონზე 35 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების ფასიანი ქაღალდები გაიყიდა.

ეროვნული ბანკის ცნობით, ფასიანი ქაღალდები ხუთმა კომერციულმა ბანკმა შეიძინა.

მათივე ინფორმაციით, მინიმალური საპროცენტო განაკვეთი- 4.10 პროცენტით, მაქსიმალური- 4.15 პროცენტით, ხოლო საშუალო შეწონილი -4.14 პროცენტით განისაზღვრა.